Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოლონელი პროფესორების ვიზიტი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

22 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს სტუმრად ეწვია პოლონელი პროფესორების დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ  მაზოვის უნივერსიტეტის პლოკში ვიცე-რექტორი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ანა ნოვასკა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მარიოლა სჟევსჟიკ-ჟაროსკა.

სტუმრები მიიღო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ. სტუმრებმა დაათვალიერეს თსუ მე-10 მაღლივი კორპუსის სასწავლო ინფრასტრუქტურა, მოინახულეს ფაკულტეტის ბიბლიოთეკა, ბლომბერგის ლაბორატორია და ფაბლაბი.

 

თარიღი: 23/04/2024